რეზონანსი
07.02.2023

სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციური ფორმატი?! - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„საუბარია დაპირისპირება უნდა შეწყდესო, მაგრამ რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ, აბსურდი იქნება არ ვილაპარაკო ამ მოცემულობაზე. როდესაც არჩევნების წინა პერიოდში ბატონი ლევანი მასებზე ახდენდა ზეგავლენას, რევოლუციას მოწყურებულ ხალხზე, აი რევოლუციას გავაკეთებ, იქ შევვარდები, მე თვითონ გამოვიყვან სააკაშვილს, სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე, როგორ ახლა წერენ გეგმას? თუ გეგმა არ ჰქონდა, მაშინ როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი. აი დღევანდელი დღე, რაც ვნახეთ, რა მოცემულობის წინაშე დავდექით, იყო კლასიკური მაგალითი.

თუ ფორმაში არ იყო, როგორ მოახდენდა რევოლუციას და როგორ შევარდებოდა „ვივამედში" და როგორ გამოიყვანდა პრეზიდენტს?! რაღაც გეგმა ხომ უნდა ყოფილიყო, აი ეს იწვევს ნიჰილიზმს, მეტი არაფერი, რომ არაფერი გიჭირავს ხელში და მოქალაქეებს ელაპარაკები, ამას გავაკეთებო", - აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×