რეზონანსი
07.02.2023

Pia.ge-სთან იურისტი კახა კოჟორიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული.

„არ ვიცი სააკაშვილს რა ბრალდებები აქვს, გარდა იმისა რა განაჩენია კანონიერ ძალაში. ჩემთვის ცნობილია რომ არის ორი განაჩენი - ვალერი გელაშვილის საქმესა და შეწყალების თემაზე. ეს ორი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული. ამ ორივე განაჩენზე პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილება აქვს.

ამის გარდა თუ არის მის მიმართ ბრალი წაყენებული და რა საქმეზეც ჯერ განაჩენი არ არის გამოტანილი, თუ აქვს მას შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ შეწყალების შემდეგ მაინც ვერ გამოვიდეს, რადგან წინასწარი პატიმრობა აქვს ისეთ საქმეზე შეფარდებული, რაზედაც ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული განაჩენი.

პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება მას შემდეგ, რაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. თუ განაჩენი დამდგარია იმაზე შეიწყალებს, თუ განაჩენი დამდგარი არ არის იმ საქმეზე ჯერ ვერ შეიწყალებს. ზოგადად სისხლის სამართლის საქმეში ხომ არსებობს წინასწარი დაკავება, პატიმრობის შეფარდება იქამდე სანამ განაჩენი გამო. თუ აქვს მას ასეთი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული, რაც ჩემთვის ცნობილი არ არის, თუ არის ასეთი რამე, მაშინ შეწყალება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გათავისუფლდეს", - აცხადებს კახა კოჟორიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×