რეზონანსი
07.02.2023

ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს მის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

პა­პუ­აშ­ვი­ლის­თვის გაგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენ­ტში პა­პი­ძე და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მყო­ფი უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის ყო­ფი­თი და უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ითხოვს.

"ბა­ტო­ნო შალ­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 105-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად წარ­მო­გიდ­გენთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბას - "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექსში და­ხუ­რულ რე­ჟიმ­თან, „უვა­დო" მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის ყო­ფი­თი და უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ცვლი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე". გთხოვთ წარ­მოდ­გე­ნილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბას მის­ცეთ შე­სა­ბა­მი­სი მსვლე­ლო­ბა და კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­დას­ცეთ შე­სა­ბა­მის კო­მი­ტეტს", - წერს პა­პი­ძე.

ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს. რო­გორც პა­პი­ძე აღ­ნიშ­ნავს, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მი უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის არ ით­ვა­ლის­წი­ნებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას. მი­სი­ვე თქმით, #5 ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ღია სივ­რცეს, რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას ფლო­რით.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მი უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის ხე­ლის შემ­შლელ რე­ა­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს შიდა-სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბე­ბის­თვი­საც, რად­გან უვა­დო მსჯავ­რდე­ბულს და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა არ შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ეტა­პობ­რი­ვად იმარ­თე­ბა. მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით­ვე, შე­ზღუ­დუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა იმ მა­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბელ, შე­მეც­ნე­ბით, სპორ­ტულ და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კურ­სში ჩარ­თვა, რო­გორც ეს სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვის კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლია.

მაგ­და პა­პი­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­დღი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იზღუ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, უვა­დო მსჯავ­რდე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან უვა­დო მსჯავ­რდე­ბულს უფ­ლე­ბა არა აქვს პი­რა­დად მი­დი­ო­დეს და სარ­გებ­ლობ­დეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ით და ბიბ­ლი­ო­თე­კით. პა­პი­ძე ასე­ვე ამ­ბობს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დღე­ში ერთი სა­ა­თით ჭე­რახ­დილ ოთახ­ში ხდე­ბა გა­სე­ირ­ნე­ბა, სა­დაც მზის სხი­ვე­ბი ვერ აღ­წევს.

მაგ­და პა­პი­ძე მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ უნდა მი­ი­ღონ მის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა.

„ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და რიგი პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კა­ნონ­ში უნდა მოხ­დეს და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა - და­ხუ­რულ რე­ჟიმ­თან - უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის შიდა, სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბე­ბის - და­საქ­მე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში იმ დო­ზით ჩარ­თვა, რო­გორც ეს ხე­ლე­წი­ფე­ბა და­ნარ­ჩენ სხვა მსჯავ­რდე­ბულს.

გთხოვთ, მაც­ნო­ბოთ თქვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე", - წერს მაგ­და პა­პი­ძე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს.

ცნო­ბის­თვის, 2015 წელს, მაგ­და პა­პი­ძე სა­კუ­თა­რი ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნეს. მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×