რეზონანსი
04.02.2023

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა, ევროინტეგრაციის პროცესი და ზოგადად, ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში - ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. აქ ყველაზე მთავარია, გვჯეროდეს ჩვენი თავის, ჩვენი შესაძლებლობების და არ შევასუსტოთ ამბიციური დღის წესრიგი და ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ ჩვენი საბოლოო მიზნისთვის.

„ჩვენ გადავედით გაწევრიანების საბოლოო ფაზაში. ეს არის სივრცე, პროცესი, როდესაც ამ ბოლო ფაზის გავლის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და საქართველო აცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური პირობა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. მსგავსი პერსპეტივა მიენიჭა უკრაინასა და მოლდოვას და ისინიც ზუსტად ჩვენ ერთად გადიან ამ პროცესს. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც მოვა ის დრო, რომ ევროკომისია შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, სამივე ქვეყანა გადავა ახალ ფაზაში და ეს არის უკვე განახლებული მოლაპარაკებები წევრობაზე", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×