რეზონანსი
04.02.2023

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სწორედ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ველოდებით, იქნება ზუსტად ისეთი, რა მოლოდინიც გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიტიური იმპულსები აქვს, რაც ოპტიმიზმს აძლიერებს.

„საქართველომ, 12 პუნქტის შესრულებაზე ძალიან აქტიურად იმუშავა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2022 წელს 82 ახალი კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული 12 პუნქტი შეგვესრულებინა. დასკვნები, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მივიღეთ არის მყარი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×