რეზონანსი
04.02.2023

ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელი მოეწერა ოქმს, სადაც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა.

აღნიშნულის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ლოგისტიკური გიგანტი „გირტეკა" საქართველოში დაიწყებს მუშაობას და რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ კომისია კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ბიზნესებისთვისაც, რაც ეკონომიკურ თანამშრომლობას გაააქტიურებს. საქართველოს ბაზარზე ლიეტუვიდან შემოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპანია, როგორიცაა „გირტეკა" - ლოგისტიკური გიგანტი და დარგის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კომპანია.

„გირტეკა" საქართველოში დაიწყებს მუშაობას და რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. ამ კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას. მეტიც, დარწმუნებულნი ვართ, რომ 2023 წლიდან სხვა ლიეტუვური, წარმატებული ინოვაციური კომპანიებიც შემოვლენ საქართველოს ბაზარზე", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×