რეზონანსი
02.02.2023

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

„ეს პირველი განცხადება არ არის უკრაინის მხრიდან, რომელიც არამეგობრულია საქართველოს მიმართ. მე ვერ ვიტყვი რა უდევს საფუძვლად ამ განცხადებას. არანაირი დასაბუთება და არანაირი მტკიცებულება სააკაშვილის ციხეში ან საავადყოფოში წამების არ არსებობს. დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილზე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×