რეზონანსი
02.02.2023

"დღეს დილით უნდა დადებულიყო ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეფასების დოკუმენტი, თუმცა ამ წუთამდე ასეთი დოკუმენტი ევროკომისიას არ გამოუქვეყნებია," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დოკუმენტის არ გამოქვეყნების მიზეზი შესაძლოა ორი რამ იყოს.

"დღეს დილით უნდა დადებულიყო ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეფასების დოკუმენტი, თუმცა ამ წუთამდე ასეთი დოკუმენტი ევროკომისიას არ გამოუქვეყნებია. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი რამ, პირველი: საქართველო პირველიდან ბოლო ადგილზე გადაწიონ, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა იქნება, რადგან რეალური შეფასების შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. მეორე: თუ ეს არ გამოუვათ, რამენაირად მოახერხონ, რომ საქართველომ ქულებით უკრაინას მაინც ვერ გაასწროს. სხვა ახსნა გამოქვეყნების გადადებას არ გააჩნია. ვნახოთ..." - წერს ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×