რეზონანსი
02.02.2023

ნატოში მიხეილ სააკაშვილზე არცერთი კითხვა არ დასმულა. რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებებს, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ამ სამართლებრივ პროცესში მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას" განუცხადა.

„ჩვენთვის პაციენტის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია და ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება პატიმარს სასჯელი გადაუვადდეს, არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებასთან, რომლის განკურნებაც საქართველოში არ შეიძლება ან ისეთ დაავადებასთან, რომლის განკურნებაც საერთოდ არ შეიძლება. ეს არის კანონის მოთხოვნა. დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×