რეზონანსი
02.02.2023

ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება.

„ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, ეს არის შეშფოთების საგანი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მან აღმოუჩინოს ის საჭირო დახმარება, რაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ზუსტად დიაგნოზის ცოდნა, თუ რა დიაგნოზია და ამის შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა", - აღნიშნა დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×