რეზონანსი
01.02.2023

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მაღალი ტრიბუნებიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხშირად სუბიექტური შეფასებები ისმის, რისი მიზანიც საქართველოს ომში ჩათრევაა.

"სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მაღალი ტრიბუნებიდან ისმის სუბიექტური განცხადებები და ტყუილები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ გლობალური კამპანიის არის ქვეყნის ომში ჩართვა. მიდის უდიდესი და მძლავრი კამპანია საქართელოს ომში ჩართვა.

მართლა მეამაყება, სულ რომ არაფერი გავაკეთოთ არც წარსულში და არც მომავალში. ის რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ყველაზე რთულ დროს ფიზიკური განადგურებისგან გადავარჩინეთ ეს იქნება ძალიან დიდი საქმე. სარკესთან, რომ დავდგები და ჩემ შვილთანაც რომ ვიქნები მე ამით ძალიან ვიამაყებ, რომ ამ გადაწყვეტილებების ერთ-ერთი თანამონაწილე ვიყავი მე,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×