რეზონანსი
31.01.2023

კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს, უკვე გადავიდნენ მუქარებზე. არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც ,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„გუშინ გავიმეორეთ PCR-ტესტი, მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ასევე, გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და უნდა ითქვას, რომ ლაბორატორიული მონაცემების კუთხით არის გაუმჯობესება. ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე და მათ გონების კარგვა უშალოდ არ უნახავთ. პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას. ეს მუდმივად ხდებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, იმიტომ რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე - არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც", - განაცხადა ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეა. ნადირაძის თქმით, პაციენტი იმყოფება თავის პალატაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×