რეზონანსი
31.01.2023

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტია მზადაა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტი დატოვოს.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა კლინიკა ვივა მედთან განაცხადა და მან ქართულ ოცნებას მიმართა.

"პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი რომ დადგეს, ისე კი არა უაზროდ, შედეგის დაყენების შემთხვევაში, აქედანვე ვთავაზობ რუსულ ოცნებას - პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი რომაა, ქართულ ოცნებასაც და ბიძინა ივანიშვილსაც გადავუფორმებთ, მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ყველაფერს ნულიდან. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა", მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×