რეზონანსი
31.01.2023

თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტზე, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლით თარიღდება და პირადი ჩათიდან არის გატანილი, შეფასებები კეთდება ოპოზიციურ ფლანგში.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის, მსგავსი ფაქტი, თუკი ეს სიმართლეა - სამწუხაროა. დავით კირკიტაძის თქმით, იგი რომ ასეთ ჩატში ყოფილიყო, მელიას საკადრის პასუხს გასცემდა.

"ჩერგოლეიშვილის პოსტს და ლოგიკას რომ გავყვეთ, ეს იყო "ვოის" მესიჯი, ჩაგდებული რაღაც ჩატში, რომელი ჩატის წევრიც არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს იმ ადამიანს, რომელიც მსგავსი სიტყვებით და ეპითეტებით მოიხსენიებს ამ პარტიის ლიდერს და დამფუძნებელს.

თუ სიმართლეა რასაც ჩერგოლეიშვილი ამბობს, ძალიან ვწუხვარ ამ ფორმებში თუ გამოთქვამდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე. თუ ეს სიმართლეა, ამ პოსტში მოხსენიებულმა პირებმა თვითონ უნდა გააკეთონ ამაზე კომენტარი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი," - ამბობს კირკიტაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ჩანაწერების გასაჯაროების პრაქტიკას არაეთიკურად და მიუღებლად გულისხმობს.

"ჩანაწერების გამომზეურება მე მიმაჩნია უკიდურესად არაეთიკურად და აბსოლუტურად მიუღებლად, რომლის გამოყენებაც შეიძლება იყოს პოლიტიკურ ინტერესებში. თუ რამეა ჭორაობა, სწორედ ეს არის, საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ აღნიშნულ ჩანაწერს და ფორმა როგორც გავრცელდა და სადაც ვრცელდებოდა საერთოდ კატასტროფაა.

სიტყვაზე, მე თქვენ რაღაც მოგწერეთ, თუნდაც ხმოვანი შეტყობინება და თქვენ რომ დადგეთ ახლა და კამერებთან ეს ყველაფერი ახმაუროთ, მოსაწონია? ეთიკურია? რანაირად უნდა იკადრო ეს ყველაფერი ჩემთვის წარმოუდგენელია. ზოგი ადამიანი თვლის რომ ეს ნორმაა," - თქვა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედისთვის ეს ყველაფერი უკვე გასული ეტაპია. გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის სურვილი და საზოგადოების დაკვეთა ახლა ერთიანობაა.

"სულ არ მაინტერესებს, რა ვქნა, ჯერ ერთი, გავლილი ეტაპია ეს უკვე, იყო თუ არ იყო რა მნიშვნელობა აქვს. ჩემი შვილის სურვილია და საზოგადოების დაკვეთა არის რომ გაერთიანებულები იყვნენ და ერთად იდგეს ეს ხალხი," - ამბობს ალასანია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×