რეზონანსი
31.01.2023

ავსტრიის პრემიერ- მინისტრის დადებითი განცხადებები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შეფასებები ზრდის მოტივაციას, რომ სწრაფად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბერში ევროკავშირში მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„ზოგადად, სულ უფრო მეტად ხშირდება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მართებული. იმედი გვაქვს, რომ ამ წლის დეკემბერში ევროკავშირში მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

ყველასთვის ნათელია, რომ ნებისმიერი მიმართულებით, საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე სხვა ქვეყნები და აქედან გამომდინარე საქართველო ცალსახად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას მიიღებენ დეკემბერში.

მანამდე დარჩენილია 10-11 თვე. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ საერთო ვითარება შეიცვლება დადებითისკენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდება , რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×