რეზონანსი
28.01.2023

მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ვივა მედის კლინიკური დირექტორის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ გასაოგნებელია როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს. გარდა ამისა, ნიკოლოზ სააკაშვილი მოსამართლეს, რომელიც მისი შვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს, მოუწოდებს მივიდეს ვივა მედში და საკუთარი თვალით ნახოს, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი:

"ვივამედის დირექტორი ზ.ჩხაიძე მოგვიწოდებს,განსაკუთრებით დედას-გიულის მოვიდეს და დაარწმუნოს პაციენტი რომ იკვებოს და მიიღოს მკურნალობა.მაშინ,როცა მიშა თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და დღეს რეანიმაციას საჭიროებს.ალოგიკურია!!!!!და გასაოგნებელია როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს.

თუ კლინიკას ვერ ძალუძს პაციენტის მოვლა მაშინ თვით ვივამედიც აქტიურად შეუერთდეს ექსპერტების მოთხოვნას მიშას გაყვანაზე.თუ ესაც არ შეგიძლიათ გადმოგვეცით ოჯახს მიშა და ჩვენ მოვუვლით.ბოლოსდაბოლოს ექიმები ვართ. და კიდევ ერთი დაუყოვნებლივ მოსამართლე მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი

დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად" წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

შეგახსენებთ, ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და ფატალური შედეგი არ გამორიცხა, თუმცა მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ისევ მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახს დააკისრა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×