რეზონანსი
28.01.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გარკვეულმა ჯგუფებმა რევოლუციის მოსაწყობად ჩამოიყვანეს.

„სააკაშვილი თავისი ნებით აქ არ ჩამოსულა. ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა. რისთვის? ხომ გაცხადდა - რომ აქ მოეხდინა ქაოსი და არეულობა. მათი ამოცანა იყო რევოლუციის მოწყობა, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლა და მეორე ფრონტის გახსნა. ჩემთვის მერაბიშვილიც, მეორე ფლანგიც და სააკაშვილიც არის რუსული პროექტი", - აცხადებს ზარქუა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×