რეზონანსი
27.01.2023

გიორგი გახარიას ვაძახებდით რომ რუსია, თვალები დაგვთხარა, როდიონოვს ვამსგავსებდით ამ ადამიანს და უცებ იქმნება კოალიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია გიორგი გახარიასთან იყო კატასტროფა პარტიისთვის.

„გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნამ პრაქტიკულად ჩამოშალა ის ინფრასტრუქტურა, რომელი ინფრასტრუქტურის ნაწილიც იყო ძალიან ბევრი ჩვენი პატრიოტი ადამიანის მხარდაჭერა მათ შორის ღიად და ჩვენ გამოვჩნდით ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი გახარიას ვაძახებდით რომ რუსია, თვალები დაგვთხარა, როდიონოვს ვამსგავსებდით ამ ადამიანს და უცებ იქმნება კოალიცია. ამაზე მე მქონდა ჩემი საჯარო პოზიცია და პირდაპირ ვთქვი მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს არ მოეწონა, ეს იყო კატასტროფა პარტიისთვის. მართლაც ასე მოხდა და ახლა როგორ გინდა დააჯერო კიდევ ერთხელ ხალხი რომ შენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს არ გადადგამ."- განაცხადა გიორგი მუმლაძემ „ტვ პირველის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×