რეზონანსი
09.12.2022

მიშა არის კონკრეტულად პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა „ქართული ოცნების" მეშვეობით არის ქვეყანა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

გადაცემაში ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ობოლაძემ თქვა, რომ „თუ ამ ტიპის მოღალატეობრივ ხელისუფლებას ვერ ვცვლით, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ოპოზიციამ", რაზეც ვახტანგ მეგრელიშვილმა საპასუხო კითხვით მიმართა, თუ რატომ არ უნდა აიღოს აღნიშნულზე პასუხისმგებლობა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა.

„მიშამ რატომ არ უნდა აიღოს მაგაზე პასუხისმგებლობა? ოპოზიციაო ისე ამბობ, გეგონება, ყველაფერი ჩემი ბრალია. რატომ არ მეპატიჟებიან „მთავარ არხზე?" სანამ „მთავარ არხზე არ დამპატიჟებენ მიშა ისევ იქნება „ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მმართველი, რომელიც როგორც კი მოვა ხელისუფლებაში ეგრევე დამიჭერს. ამიტომ, იყოს ციხეში. მიშა არის კონკრეტულად პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა „ქართული ოცნების" მეშვეობით არის ქვეყანა. ანუ ამ ყველაფრის ერთადერთი დასაყრდენი არის მიშას როლი და მიშას როლი უნდა შეიცვალოს",- აცხადებს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, როგორც კი „ნაციონალურ მოძრაობაში გააცნობიერებენ, რომ მათ მიხეილ სააკაშვილი აღარ კრავთ, ეს მაშინვე გამოჩნდება.

„ვიდრე მიშას არიან ჩამოკიდებულები, ეთერებში დადიან და მიშა-მიშას „ბაზრობენ" და მიშას კუჭის მოქმედებით არის მთელი წელი დაკავებული ეს ერი, მანამდე არც ამათ ეშველებათ, არც მიშას ეშველება და იყოს ციხეში, ვამბობ მე",- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×