რეზონანსი
09.12.2022

ერთ მხარეზე დგას მამუკა მდინარაძე, რომელსაც მგონი დღიდან მისი პოლიტიკაში მოსვლისა, რას არ აბრალებენ და როგორც წესი, ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე, მეორე მხარეს კი „ნაციონალური მოძრაობა" თავისი ზონდერებით, პროვოკატორებით, და ფეიკ-ტელევიზიებით - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის მისამართით განხორციელებულ პროვოკაციაზე.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მამუკა მდინარაძე იმ გუნდს წარმოადგენს, რომელმაც ომი არ დაუშვა ამ ქვეყანაში, საპირისპირო მხარეს კი ისინი არიან, ვისაც ომი და არეულობა უნდათ საქართველოში.

„ძნელია, როცა ასეთ სიტყვებს და შეურაცხყოფას ისმენ შენი მისამართით, რომელ თმენის ვალდებულებაზე უნდა ვისაუბროთ? ერთ მხარეზე დგას მამუკა მდინარაძე, რომელსაც მგონი დღიდან მისი პოლიტიკაში მოსვლისა, რას არ აბრალებენ და როგორც წესი, ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე, მეორე მხარეს კი „ნაციონალურ მოძრაობა" თავის ზონდერებით, პროვოკატორებით და ფეიკ-ტელევიზიებით! გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბატონი მამუკა იმ გუნდს წარმოადგენს, რომელმაც ომი არ დაუშვა ამ ქვეყანაში, საპირისპირო მხარეს კი ისინი არიან, ვისაც ომი და არეულობა უნდათ საქართველოში. ახლა ზოგს, პოლიტიკოსის, ზოგს ჟურნალისტის, ზოგსაც მებრძოლის მანტია აქვს მოსხმული, რაც ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, ამიტომაც, პასუხსაც შესაბამისს და ადეკვატურს ღებულობენ." - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×