რეზონანსი
08.12.2022

იმ ფულით რასაც დასავლეთი იძლევა, უკრაინას თავისუფლად შეუძლია იყიდოს გენერატორები მწარმოებელი ქვეყნებიდან და რამდენადაც ვიცი, მათ ისედაც ჩუქნიან და არა მხოლოდ გენერატორებს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების შესახებ.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იღებს უზარმაზარ დახმარებას, მაინც პატარა საქართველოდან გენერატორებს და იარაღს ითხოვენ.

„დიდი პატივისცემით უკრაინასთან! ვიცით რომ ღებულობთ უზარმაზარ და თან მზარდ დახმარებას და ამ დროს გენერატორებს და იარაღს ითხოვთ პატარა საქართველოსგან.

იმ ფულით რასაც დასავლეთი იძლევა, უკრაინას თავისუფლად შეუძლია იყიდოს გენერატორები მწარმოებელი ქვეყნებიდან და რამდენადაც ვიცი, მათ ისედაც ჩუქნიან და არა მხოლოდ გენერატორებს.

შესაბამისად ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება გენერატორებზე ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს." - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×