რეზონანსი
07.12.2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დააანონსა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აღნიშნულ პაკეტში სასანქციო სიას 200-მდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია დაემატება.

მისი განცხადებით, ეს ის კომპანიები იქნებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, სამხედროებთან, სახელმწიფო დუმისა და ხელისუფლების წევრებთან.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, შავ სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკი, ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, განსაკუთრებით კი, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკას, ასევე შეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვაიძულებთ რუსეთს თავისი სისასტიკისთვის ზღოს. არსებული სასანქციო რვა პაკეტი უკვე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×