რეზონანსი
07.12.2022

დავით გარეჯის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, პროკურატურის მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, რასაც ვინც საქმის დეტალები იცის, მარტივად მიხვდება.

„კერძოდ, ამ მოწმემ დაადასტურა შემდეგი, რომ 1996 წელს ალბომი, რომელიც შედგა და სხვადასხვა ნორმატიულ მასალაზე იყო გამყარებული, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ის ინფორმაცია, რაც საქართველოს ინტერესების სასარგებლო იყო. შეგახსენებთ, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე, მათ შორის ჩიჩხიტურის მიმდებარედ 2006 წელს ბრალდებულები 1996 წელს შედგენილი დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდნენ და აბსოლუტურად სხვანაირად გაავლეს იქ საზღვარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მოწმემ ისაუბრა და რაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ყურადღების მიღმა დარჩა დაცვის მხარეს, არის ის, რომ ის რუკები რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, თითქოსდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ამ რუკებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებდნენ 1996 წელს, როდესაც ეს იყო საქართველოს სასარგებლო ტერიტორიულ ნაწილშიც და მითუმეტეს ისტორიულ ნაწილში და ა.შ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ამ მოწმის ჩვენება, რომელიც ძალიან ბევრ დეტალზე ამახვილებდა ყურადღებას", - განაცხადა სადრაძემ

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარის განმარტებით, მოწმემ დღეს პროცესზე თქვა, რომ ისიც იმგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორც ივერი მელაშვილმა მიიღო.

„შინაარსი იყო ასეთი მთლიანად მაგ საქმესთან დაკავშირებით, რომ ის რუკა, რაზეც ზოგადად დაცვის მხარე აპელირებს იმ შემთხვევაში გამოვიყენეთ, სადაც იყო საქართველოს ინტერესის სასარგებლო. მე რას ვამბობ იცით? იმ რუკის და სხვა მასალის გამოყენება დაკავშირებულია ბრალდებულებთან, ამაზე მოწმემ ისაუბრა. ამ რუკების და მასალების გამოყენება ასახულია 1996 წლის ოქმზე. ვიმეორებ, რაც 1996 წელს ბრალდებულებმა შექმნეს და მოითხოვეს საკუთარ თავს შეეწინააღმდეგნენ 2005-06-07 წლებში იმიტომ, რომ ის მონაკვეთები ამ პერიოდში შეთანხმდა და ვიზუალურადაც, ყველამ ერთად რომ შევხედოთ, აშკარად ჩვენ საზიანოდაა", - აცხადებს მიხეილ სადრაძე.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×