რეზონანსი
07.12.2022

სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.

მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს. 

როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა. დაკავებულები არიან 29, 32 და 35 წლის პირები. მათ ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები და მანქანების გასაღებები.

"ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი ამაგრებენ წებოთი პატარა ძაფებს კარის ძირსა და ჩარჩოს შორის. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს და ამოწმებენ. თუ ძაფი ხელუხლებელია, ნიშნავს, რომ სახლში არავინაა. ამის შემდეგ ისინი იწყებენ ხელსაწყოს, საკეტის გასაღებად" - ვკითხულობთ სტატიაში.

ესპანური მედიის ცნობით, ეს არის მეთოდი, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად იყენებენ ქართული წარმოშობის ე.წ. ბანდები სახლების მოსანიშნად. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×