რეზონანსი
06.12.2022

პრეზიდენტი ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღე აქტიური საომარი მოქმედებებიდან დაახლოებით 50 კმ მანძილიდან მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკიდან, "ტელეგრამ" არხებით ვრცელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელი სამხედროებით და მადლობას უხდის მათ ქვეყნის წინაშე გმირობისა და თავდადებისთვის.

"ამ დღეს ფრონტის ხაზზე ვხვდები ჩვენს ჯარისკაცებს. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საომარი მოქმედებების არეალი უფრო დიდი გახდა, ბრძოლა გართულდა, ფასი უფრო მაღალია", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

დღეს, 6 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×