რეზონანსი
05.12.2022

მთავრობა ყველაფერს აკეთებს ჩუმად, როგორც ქართველი კაცის წესია, რომ გარდაცვალებისას ყველა არის სიჩუმეში, მეორე მხარეს ვხედავთ ფრონტზე დაღუპული ადამიანების, მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ყველა ფრონტზე დაღუპული ადამიანის შვილების, დედ-მამიშვილების, მშობლების, ნათესავების, მეგობრების მიმართ, იმიტომ, რომ ეს განუზომელი ტკივილია რომელსაც დრო ვერც კი შეავსებს, მაგრამ ამ ოჯახებმა იციან ყველაზე კარგად, რომ სახელმწიფო და მთავრობა არის მათ გვერდით, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა ამ ადამიანებს რაც ჯარისკაცისთვის არსებობს ყველაზე მაღალი პატივი, სამხედრო პატივით მოპყრობოდა მათ სახელმწიფო. ეს გულისხმობს როგორც მათ დაფასებას და სამხედრო პატივით დაკრძალვას და სხვა ნებისმიერ იმ ფინანსურ ხელშეწყობას, რომელიც ამ დროს იგულისხმება ხოლმე. განსხვავება იმაშია, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს ყოველთვის აკეთებს ჩუმად, როგორც ეს ქართველი კაცის წესია, რომ სიკვდილისას, გარდაცვალებისას ყველა არის სიჩუმეში და ღირსებაში. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიკვდილით ინსტრუმენტალიზაციას და ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ და რასაკვირველია, მაინც გავაგრძელებთ იმ ღირსეულ ქცევას, რომელიც ყოველთვის არის ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი, როცა ვეჩეხებით სიკვდილს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×