რეზონანსი
05.12.2022

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს:

"ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც  საქართველოსთვის იბრძვიან.

დღეს ხელისუფლებამ შეატრიალა „პლასტინკა“ და ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოაჩინა,  რომ თურმე, ათასობით ქართველი მებრძოლი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის და იღუპება.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ   მისი მოკავშირე რუსეთი ამ ომში დამარცხდება. „ოცნებას“  უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ისინი პასუხს  მოსთხოვენ, რატომ იყო საქართველოს ხელისუფლება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×