რეზონანსი
03.12.2022

"ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ  წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქცია.

როგორც ანჯაფარიძე წერს, სააკაშვილის დრო უკვე გასულია.

"ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ  წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში. 

კარგად შეხედონ და შეაფასონ იმათ, ვინც ეხლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე აწვება ხელისუფლებას, რადგანაც შეიძლება ჯერ კიდევ იმედოვნებს სააკაშვილის როგორც რესურსის/ინსტრუმენტის გამოყენებას აქ ხელისუფლების შესაცვლელად. 

არაფერი გამოუვათ, ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტზე ეპატიჟებოდა, რადგანაც კუპეები უკვე ნაცელიტას ჰქონდა დაკავებული.  

დგას ეს მატარებელი ეხლა დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული,” - წერს ანჯაფარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×