რეზონანსი
03.12.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ბომბიანი წერილის კონვერტი ან ცხოველის ნაწილები, მათ შორის ძროხის თვალები, ბოლო დღეებში უკრაინის 17 საელჩოსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მიიღეს.

„ეს ესპანეთში უკრაინის საელჩოში აფეთქებით დაიწყო, მაგრამ ის, რაც ამ აფეთქებას მოჰყვა, უფრო უცნაური, და მე ვიტყოდი, რომ ავადმყოფური იყო", - აღნიშნა კულებამ CNN-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ ვინ დგას წერილების უკან, კულებამ განაცხადა: „შესაძლოა, ეს ტერორისტული პასუხი არის რუსული პასუხი დიპლომატიურ საშინელებაზე, რომელიც ჩვენ შევქმენით რუსეთისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და აი, როგორ ცდილობენ დაპირისპირებას, როცა ერთმანეთის მიყოლებით აგებენ რეალურ დიპლომატიურ ბრძოლებს".

შეგახსენებთ, რუსეთი მადრიდში, უკრაინის საელჩოში მომხდარ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს. ესპანეთში რუსეთის საელჩოს მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი ტერორისტული მუქარა ან ქმედება, მით უმეტეს, მიმართული დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ, სრულიად გასაკიცხია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×