რეზონანსი
03.12.2022

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პროგნოზირებს, რომ შემდეგ წლებში, ევრო უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დოლარი. რაც შეეხება ლარს, როგორც მან განაცხადა, მოსალოდნელია, რომ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტაც გამყარდება.

„სხვადასხვა ფაქტორთან ერთად ძალიან ბევრია დამოკიდებული ევრო-დოლარის წყვილზე. საშუალოვადიან პერსპექტივაში, შემდეგ წლებში ვფიქრობთ, ევრო უფრო ძლიერი იქნება, ხოლო დოლარი ბევრად უფრო სუსტი იქნება, ვიდრე დღეს არის. ევრომ უკვე დაიწყო დოლართან გამყარება და მომდევნო წლებში ვფიქრობთ, რომ დოლართან ლარიც მნიშვნელოვნად გამყარდება", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ გადაცემა „საქმიან დილაში".

ცნობისთვის, ბოლო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7056 ლარი გახდა. რაც შეეხება ლარისა და ევროს ურთიერთობას, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.88 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8466 ლარი გახდა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×