საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა და ამისთვის კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითიც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით შეირჩევა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი უცხოური კომპანიები. კონსორციუმი ერთი წლის ვადაში დაამუშავებს გეგმის განვითარების კონცეფციას.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|