რეზონანსი
01.12.2022

თურქეთში, მონადირე საკუთარმა ძაღლმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა სამსუნის პროვინციაში მოხდა. გამოძიების ვერსიით, 32 წლის ოზგურ გევრექოღლუ ნადირობის შემდეგ დატენილ თოფს მანქანის საბარგულში დებდა, ამ დროს მისი ძაღლი საბარგულში ახტა და ჩახმახს თათი დაადგა. გევრექოღლუ ადგილზე გარდაიცვალა.

მანამდე კაცმა სოციალურ ქსელებში ნადირობიდან რამდენიმე თავის ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ჯერჯერობით უცნობია, რომელმა მათგანმა მოკლა პატრონი. მედიის ცნობით, ტრაგედიამდე 10 დღით ადრე გევრექოღლუ მამა გახდა.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე სამართალდამცველები მომხდარს უბედური შემხვევის კცალიფიკაციას აძლევენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×