რეზონანსი
28.11.2022

ადგილობრივების თქმით, კრიმინალური შემთხვევა დღეს, გამენიისას მოხდა, როდესაც 18 წლის გოგომ მეგობარს, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მარკეტში მიაკითხა. 21 წლის ახალგაზრდა დაწესებულებიდან გამოიყვანა, რამდენიმე წუთში კი მუცლის არეში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.

"პირველების" ინფორმაციით, დაჭრამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ერთ-ერთი ვერსიით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვიუს დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

21 წლის ქალი სასწრაფომ რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. როგორც "პირველებს" ექიმმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა. ქალმა 1 ლიტრამდე სისხლი დაკარგა.

საბოლოოდ, ოპერაციამ წარმატებით ცაიარა, დაშავებულის მდგომარეობა კი სტაბილურია.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×