რეზონანსი
27.11.2022

ვროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ვენეციის კომისია აგრძელებს მუშაობას უკრაინის კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ და დასკვნა იქნება 2023 წელს. შესაბამისად ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინამ გაიწვია კანონპროექტი, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირაში" განაცხადა.

„ვნახეთ, რომ ამ ინფორმაციამ თავის დროზე გარკვეული მღელვარება შემოიტანა. ოპოზიციამ რატომღაც ამ ინფორმაციის გამო ყიჟინა გამართა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადამოწმდეს მანამ, სანამ ის საჯაროდ გავრცელდება. შესაბამისად მდგომარეობა დღეს არის ასეთი, ვენეციის კომისია კვლავ განიხილავს უკრაინის კანონს და დასკვნაც იქნება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

„ქრონიკამ" ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა - შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×