რეზონანსი
27.11.2022

"არსებობს ნიშნები, რომ ოკუპანტები, შესაძლოა ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად", - ამის შესახებ უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის" პრეზიდენტი, პეტრო კოტინი საუბრობს.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაშივიღებთ ინფორმაციას, რომ ოკუპანტები, შესაძლოა, ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. ბოლო დროს რუსულ მედიასაშუალებებში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რუსებს მოუწიოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება და მისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონტროლის ქვეშ გადაცემა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ოკუპანტები ბარგს ალაგებენ და ყველაფერს იპარავენ, რასაც ხედავენ", - განაცხადა კოტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×