რეზონანსი
27.11.2022

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის ძალების მიერ გუშინ განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. ცხედარი მაშველებმა საწყობის ნანგრევებიდან დღეს ამოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

რეზნიჩენკოს ცნობით, 26 ნოემბერს განხორციელებული დარტყმის შედეგად, ქალაქში 13 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ჰოსპიტალიზებულია.

დნიპროს მერის ბორის ფილატოვის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ნაწილობრივ დაინგრა შვიდი კერძო სახლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×