რეზონანსი
27.11.2022

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა.

როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.

„უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში - თურქეთში. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა", - განუცხადეს საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×