რეზონანსი
27.11.2022

კახა კალაძემ ნონა გაფრინდაშვილს მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება თბილისის მერის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ჩვენს საამაყო ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას - ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, რომელიც უკვე მერვედ მოიპოვა. ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულიანი მოჭადრაკე - თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში. ქალბატონ ნონას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი!" - წერს კალაძე.

ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) ქალ მოჭადრაკეთა შორის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×