რეზონანსი
07.10.2022

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან დავით ფარცვანიას გარიცხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს გამყიდველი იყო არავინ და არაფერი, რომელიც დააფასეს, კაცად აქციეს და სუს-სა და ოცნებაზე 20 000 დოლარად გაიყიდა. დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დავით ფარცვანიას სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის გამო პარტია დაატოვებინეს.

ამასთან, როგორც პარტია „საქართველოსთვის" ყოფილმა წევრმა დავით ფარცვანიამ განაცხადა, მან პარტიის დატოვებაზე განცხადება თავად დაწერა. ფარცვანიამ სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა უარყო და განაცხადა, რომ პარტიასთან გარკვეული უთანხმოებები ჰქონდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×