რეზონანსი
07.10.2022

პარტია „საქართველოსთვის" ყოფილი წევრი დავით ფარცვანია პარტიიდან გარიცხვას უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიის დატოვებაზე თავად დაწერა განცხადება.

ამასთან, ფარცვანია სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობასაც უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიასთან გარკვეული უთანხმოებები ჰქონდა.

„პირველ რიგში მინდა დავიწყო, რომ პარტია მე თვითონ დავტოვე. მქონდა საუბარი ამაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან. ასევე დღეს განცხადებაც კი დავწერე და ერთგვარად პირველი ტყუილია, ვითომ გამრიცხეს პარტიიდან. მეორე, რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაკებეშნიკური" მიდგომა და ეს ხალხი უნდა დასხდნენ სხდომის დარბაზში ჩემს გვერდით. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არ არსებობა, ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ, ასევე პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები. ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი, გიორგი გახარია არის „კაკებენშიკი" ისევე მე მაქვს აღებული 20 000 დოლარი. ყოჩაღ მეგობრებო კარგად ეწევით ბრალდებების საპასუხო ბრალდებებს. ასე გააგრძელეთ და თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ პარტია", - განაცხადა თოფურიამ.

საკრებულოში დღეს პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დავით ფარცვანიას პარტია დაატოვებინეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×