რეზონანსი
07.10.2022

ბა­თუმ­ში ერთ-ერთი სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, ერთი მათ­გა­ნი და­შავ­და. შემ­თხვე­ვა სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გუ­შინ მოხ­და.

რო­გორც და­შა­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის დედა ჰყვე­ბა ჩხუ­ბი ტე­ლე­ფო­ნის სა­ტე­ნის გამო და­ი­წყო. მისი თქმით, ჩხუ­ბი გაკ­ვე­თილ­ზე და­ი­წყო და ამ დროს კლას­ში ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლიც იქ იყო.

„ჩხუ­ბი და­ი­წყო გაკ­ვე­თილ­ზე, შემ­დეგ გაგ­რძელ­და სკვერ­ში. ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნეს გა­რეთ, 25 ბიჭი დახ­ვდა და სცე­მეს. 10 წამი ბავ­შვი გა­თი­შუ­ლი იყო. კონ­ფლიქ­ტი წა­მო­ი­წია სა­ტე­ნის გამო. ჩემს შვილს უთხრეს, რომ მო­მი­ტა­ნე შენი სა­ტე­ნიო. ამას უთ­ქვამს, მოდი და აიღე სა­ტე­ნიო. შემ­დეგ და­უ­კი­თხა­ვად აუ­ღია და ამის გამო და­ი­წყო ჩხუ­ბი, იმან დედა შე­ა­გი­ნა. ჩხუ­ბი რომ და­ი­წყო ბავ­შვებ­საც გა­უ­ხარ­დათ... ტაში და­უკ­რეს ამ ყვე­ლა­ფერს, ამ დროს იქ იყო ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლიც" - ამ­ბობს მოს­წავ­ლის დედა „ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

მსუ­ბუ­ქად და­შა­ვე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×