რეზონანსი
07.10.2022

პირველი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვ.კმ ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული კვირის განმავლობაში რუსი ოკუპანტებისგან უკრაინამ ათობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

"მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში, ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და დასტაბილურდა. წარმატებაა აღმოსავლეთის მიმართულებითაც. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ წარმატებაზე ზაპოროჟიეს ოლქში - იმ ადგილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ოკუპანტები. დადგება დღე, როცა ყირიმის გათავისუფლებაზეც ვისაუბრებთ.

ამ დღეებში ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-8 პაკეტის შემოღებისკენ მიიწევს. კერძოდ, ამ პაკეტში გათვალისწინებულია რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების შეზღუდვა და იქმნება ინსტრუმენტები ტერორისტი სახელმწიფოს ნავთობისგან მიღებული შემოსავლების შესაზღუდად. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ ვერცერთი დოლარი ან ევრო ვერ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან, რათა ეს შემოსავალი ვერ გახდეს უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ომის გაგრძელების საშუალება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×