რეზონანსი
07.10.2022

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე მოეწეროს.

„სომხურ მხარეს თუ ექნება ნება, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო მიდის. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, მივიჩნევ, რომ ეს მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, უახლოეს ხანში მხარეები თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ორივე მხარე თუ დაიწყებს მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, მაშინ წლის ბოლომდე შეიძლება შეთანხმებამდე მივიდეთ", - განაცხადა ალიევმა პრაღაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალიევის თქმით, არც სომხეთს და არც ევროკავშირს არ აქვთ კითხვები სამშვიდობო შეთანხმების ხუთ საბაზისო პრინციპთან, რომლებიც აზერბაიჯანმა წარადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×