რეზონანსი
07.10.2022

ნიკა მელიას ფეისბუქ-პასუხს სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მის გადაგდებულ ანკესს ჯერ პარტიის თავმჯდომარე, შემდეგ კი რამდენიმე პოლიტიკოსი წამოეგო. ამასთან, სოსო თოფურიძე ნაცმოძრაობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ მისგან ბადის ტყორცნას დაელოდონ.

„პატივცემულო საზოგადოება, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ!

ეს, გახლავთ, ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები?!

გუშინ ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყვეს!!! მე, ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე! არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც, ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი თუ რიგითი საზოგადოების წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას!

ნაციონალური მოძრაობა, ჩემს მიერ ფეისბუქში(!) დაწერილ ინფორმაციაზე,

ან უნდა გაჩუმებულიყო ან პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარედგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია!

ნაცვლად, სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში!

გამოცდილმა, პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში?

დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?! ჩემს გადაგდებულ ანკესზე ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი!

კი, ბატონო! ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას!

დაპირისპირება მიღებულია! ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს“, - წერს თოფურიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×