რეზონანსი
05.10.2022

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზირებული იქნება.

ამის შესახებ მან მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება იქნება სტაბილიზირებული, ჩვენ შევძლებთ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას და დაგეხმარებით თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ", - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრიანის ოთხი რეგიონის შესვლის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×