რეზონანსი
05.10.2022

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი კიევში მიემგზავრება, სადაც უკრაინის ხელისუფლებასთან ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონაზე იმსჯელებს. ამის შესახებ რაფაელ გროსიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა.

„ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონა ახლა საჭიროა, როგორც არასდროს", - წერს რაფაელ გროსი.

საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, კიევში ვიზიტის შემდეგ, გროსი რუსეთში აპირებს ჩასვლას, სადაც ასევე გეგმავს, განიხილოს ზაპოროჟიეს სადგურის უსაფრთხოების საკითხი.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსატომის" სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×