რეზონანსი
05.10.2022

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ახმეტელის თეატრისა" და „ვარკეთილის" მეტროს სადგურებზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება, რაც გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პრობლემური საკითხია ვარკეთილის და გლდანის მეტროს სადგურების ჩასასვლელ-ამოსასვლელი, რომელიც ვერ ატარებს მგზავრების ნაკადს, რომელიც განსაკუთრებით პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია, თუ რა იწვევს ამ პრობლემებს და რა უნდა გაკეთდეს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემას ქმნის ის, რომ პიკის საათში ტურნიკეტები ვერ ატარებს მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რომ მოხდეს „ახმეტელის" მეტროს მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მანამდე ტურნიკეტების თანამედროვე ავტომატური საკონტროლო-გამშვები პუნქტის პროექტი უნდა განვახორციელოთ და ახალი ტურნიკეტების დავამონტაჟოთ. ახმეტელის და ვარკეთილის მეტროებში გვაქვს 7 გასასვლელი, ახალი ტურნიკეტების დამონტაჟების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6300 მგზავრი საათში, ეს რიცხვი 30%-ით, 8100-მდე გაიზრდება. დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×