რეზონანსი
04.10.2022

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ყოველთვის, ხელმძღვანელობს საკუთარი პრინციპებით და ხაზს უსვამს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის მნიშვნელობას. გვჯერა, რომ საჭიროა გვერდი ავუაროთ ნებისმიერ პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გზაზე. მხარს ვუჭერთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. ყოველთვის მზად ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში", - განაცხადა ნასერ კანაანიმ.

30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×