რეზონანსი
04.10.2022

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა" მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის" მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის განმავლობაში, „მოლდოვაგაზი" რეგულარულად ითხოვდა მიწოდებული გაზის საფასურის დაფარვის გადავადებას და სახელშეკრულებო ვალდებულებების შერბილებას.

„გაზპრომი" ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა ამ მოთხოვნებს, ადასტურებდა მის მზაობას გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და რეგულარულად აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს", - ნათქვამია რუსული კომპანიის განცხადებაში.

თუმცა, „გაზპრომში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კომპანია უფლებას იტოვებს, სრულად შეწყვიტოს მიწოდება 2022 წლის 20 ოქტომბრამდე გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

„მოლდოვაგაზის" თავმჯდომარემ, ვადიმ ჩებანმა განაცხადა, რომ კომპანია ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა ოქტომბერში „გაზპრომის" წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×