რეზონანსი
02.10.2022

სახელმწიფომ, უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ლევილის მამულის დაბრუნების მიზნით და ეს ოცნებაც აგვიხდა 2016 წელს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან" განაცხადა. კულტურის მინისტრმა მამულში თავისი პირველი ვიზიტი გაიხსენა და განმარტა რა სამუშაოები მიმდინარეობს მამულში, როგორი იქნება შატოს რეაბილიტაციის გეგმა და რა სირთულეები ახლდა მისი დაბრუნების პროცესს.

„სირთულე იყო მრავალნაირი. თუნდაც ის ფაქტი, რომ 90-იანი წლებიდან დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მოლაპარაკებები. ყველა მთავრობის წინამორბედი მთავრობა - მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობდნენ მამულის დაბრუნებას მისი ნამდვილი მესაკუთრის - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ასეთი იყო რამიშვილის, ჟორდანიას, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვების ანდერძი. ეს ვერ ხდებოდა. ეს ფაქტიც მოწმობს, ომ პროცესი სირთულეებით იყო სავსე. ბოლო წლებში მოლაპარაკებას დიასპორის სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ჩაუდგა სათავეში - უკვე „ქართული ოცნება" გახლდათ ხელისუფლებაში. ბატონი გელას ინიციატივით მე ჩავერთე, როგორც იუსტიციის მინისტრი და უკვე სამართლებრივ ჭრილში დავიწყეთ საუბარი, რამაც მოიტანა შედეგი. მაგრამ მაინც რთულად, იმიტომ რომ ოჯახები, ვინც ითვლებოდნენ მესაკუთრეებად - იმ დიდი ქართველების შთამომავლები, ამბობდნენ: „გვინდა ვიცოდეთ წინასწარ რა არის თქვენი დაპირებები, რომ ეს შატო და მამული არ იქცევა ისეთი თავშეყრის ადგილად, რომელიც არ შეეფერება ან ჩვენი წინაპრების ხსოვნას, ან იდეებს, რომლებისთვისაც ისინი იყვნენ დევნილნი, მთელი თავიანთი ცხოვრება". ამიტომაც ჩვენ გვაქვს სანოტარო აქტი, სადაც დეტალურად არის ჩამოთვლილი რომელ ოთახში რა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახები არ იყვნენ მზად ხელმოწერისთვის", - განმარტა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×